ტექბოლში საქართველოს პირველი ჩემპიონატი დასრულდა - გამარჯვებული 35-ე სკოლაა #1TVSPORT
ტექბოლში საქართველოს პირველი ჩემპიონატი დასრულდა - გამარჯვებული 35-ე სკოლაა #1TVSPORT

თბილისში, „მარაკანას“ სტადიონზე, საქართველოს ტექბოლის ფედერაციის ორგანიზებით, ტექბოლში საფეხბურთო კლუბებს შორის საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი გაიმართა.

საქართველოს ტექბოლის ფედერაციამ საკლუბო ტექბოლის განვითარების პროგრამა 2021 წლის 10 აპრილს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში, ტექბოლის მაგიდები უფასოდ დაურიგდათ საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო ლიგების კლუბებს. სწორედ ამ პროგრამის მონაწილე კლუბებმა ითამაშეს ტურნირში.

ტურნირი ჩატარდა წყვილთა თანრიგში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადსხვა საფეხბურთო ლიგების 12 კლუბის 21-მა გუნდმა. საუკეთესოები აღმოჩნდნენ 35-ე საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები, რომლებმაც პირველი და მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს, ხოლო მეორე ადგილზე მარტვილის „მერანის“ გუნდი გავიდა.

გამარჯვებული მოთამაშეეები დაჯილდოვდენენ თასებითა და ფულადი პრიზებით.