„სამგურალს“ ტექბოლის მაგიდა გადაეცა #1TVSPORT
„სამგურალს“ ტექბოლის მაგიდა გადაეცა #1TVSPORT

საკლუბო ტექბოლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს „სამგურალს“ ტექბოლის მაგიდა გადაეცა. დაძაბული მატჩების შემდეგ „ტექბოლი“ კარგი განტვირთვის საშუალება აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექბოლის ფედერაციის პრეზენტაცია 10 აპრილს 35-ე საფეხბურთო სკოლაში გაიმართა. ტექბოლი ფეხბურთზე დაფუძნებული სპორტის ახალი მიმდინარეობაა, რომლის სათამაშოდ საჭიროა სპეციალური მაგიდა და ბურთი. ეს თამაში ხელს უწყობს ახალი ტექნიკური უნარების შეძენას.

საქართველოს ტექბოლის ფედერაციის დამფუძნებლები არიან რევაზ და არჩილ არველაძეები, დიმიტრი ბოკერია, ნიკა ჩხეიძე. მათ ტექბოლის საკლუბო განვითარების პროგრამა წარადგინეს.

ფედერაციის დამფუძნებლებმა ტექბოლის მაგიდები საფეხბურთო გუნდების წარმომადგენლებს გადასცეს, რომლებმაც ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.