ტექბოლის პოპულარიზაციის პროგრამას ბათუმის „დინამო“ შეუერთდა #1TVSPORT
ტექბოლის პოპულარიზაციის პროგრამას ბათუმის „დინამო“ შეუერთდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ შეურთდა ტექბოლის პოპულარიზაციის პროგრამას, რომელიც საქართველოში აპრილში დაიწყო.

ბათუმის „დინამოს“ ანგისას ბაზაზე ერთმანეთს წყვილები დაუპირისპირდნენ – ვაკო თევდორაძის და ლევან გეგეჩკორის დუეტი გიორგი ზარიას და თორნიკე გრიგალაშვილის წყვილს შეხვდა.

ბათუმის „დინამომდე“ ტექბოლის პოპულარიზაციაში გორის „დილას“ და წყალტუბოს „სამგურალის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ტექბოლის ფედერაცია 2018 წელს დაფუძნდა, აპრილში კი პრეზენტაცია გაიმართა.

ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან ძმები რეზო და აჩი არველაძეები, დიმიტრი ბოკერია, ნიკა ჩხეიძე. ტექბოლის ფედერაციის პრეზიდენტის, რეზო არველაძის თქმით, მათი სტრატეგიაა, რომ სახეობის პოპულარიზაციაში ეროვნული ლიგის გუნდები ჩაერთონ.

ტექბოლის ფედერაცია წლეულს 12-მდე ტურნირის და საქართველოს ჩემპიონატის გამართვას გეგმავს. ორგანიზაცია უკვე არჩევს მსაჯებს, რომლებიც ტურნირებსა და საქართველოს ჩემპიონატს მოემსახურებიან. ისინი უფასოდ გაივლიან ტექბოლის ონლაინ-სამსაჯო კურსს, მიიღებენ სერტიფიკატს და ქართული და საერთაშორისო ტექბოლის განვითარებაში ჩაერთვებიან.

დატოვე კომენტარი