პირველად ისტორიაში - ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა დედაქალაქში არ გაიმართება #1TVSPORT
პირველად ისტორიაში - ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა დედაქალაქში არ გაიმართება #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ისტორიაში პირველად, ორგანიზაციის ყრილობა თბილისში არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 31-ე ყრილობა 31 მაისს ბათუმში გაიმართება. ყრილობის დღის წესრიგს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი 11 მაისამდე დაამტკიცებს“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

ეს არ იქნება საარჩევნო ყრილობა – ყოველწლიურ ყრილობაზე სფფ-ს პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე მოხსენებით გამოდის და წლის საქმიანობას აჯამებს. ამავე დროს, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ასპარეზობას აფასებს, ხოლო ორგანიზაცია მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებას დელეგატებთან ათანხმებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა, საიუბილეო 30-ე ყრილობა 2020 წლის 13 სექტემბერს, სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა და ყველაზე გამორჩეული იყო, რადგან COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები ყრილობაზე არ დაუშვეს.

საუბარი კი ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა. ამას გარდა, ყრილობაზე სფფ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებები და 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ასევე კენჭი უყარეს ქვემო ქართლის ფეხბურთის ფედერაციის წევრობიდან გარიცხვას არაქმედითუნარიანობის გამო.

დატოვე კომენტარი