RMC Sport – პსჟ-ს სურს, ხვიჩა გახადოს გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი #1TVSPORT

13:19, 11.11.2026

პსჟ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს – ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

ხვიჩა პსჟ-ში 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ გადავიდა და ფრანგულ გრანდთან ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კვარაცხელიას ახლანდელი ხელფასი დაახლოებით 900,000 ევროა თვეში.

„პსჟ კვარაცხელიას სთავაზობს 2032 წლის ზაფხულამდე ახალ კონტრაქტს – ანუ +3 წელი.

ტრავმის შემდეგ პსჟ-მა არათუ შეაჩერა მოლაპარაკება, პირიქით, დააჩქარა. 21 ოქტომბერს, ტრავმის დადასტურების მეორე დღესვე კლუბმა გადაწყვიტა – „ხვიჩას ვაჩვენებთ, რომ გვჯერა მისი“.

ხელფასი არის ერთადერთი, რაზეც ჯერ არ შეთანხმებულან. პსჟ-ს სურს, ხვიჩა გახადოს გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და ტოპ-3-ში შეიყვანოს. ანუ ხვიჩა, სავარაუდოდ, მარკინიოსი-ჰაკიმის დონეზე ან ცოტა ზემოთ ავა“, – ასეთია RMC Sport-ის ინსაიდერის, ფაბრის ჰოკინსის ინფორმაცია.

სხვადასხვა წყარო ამბობს, რომ შეთანხმებაზე მუშაობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ფეხბურთში ძალიან იშვიათია, როცა კლუბი მძიმედ დაშავებულ ფეხბურთელს, რომელსაც 9 თვე უწევს გამოტოვება, ახალ, გაზრდილ კონტრაქტს სთავაზობს. ეს არის პსჟ-ის გზავნილი – ხვიჩა პროექტის მნიშვნელოვანი ფიგურაა და არ იყიდება“.

მსგავსი