პიონჩანგ 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის შესაძლო მონაწილეობის საკითხს მიესალმება
ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, თუ ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ოლიმპიური თამაშების მონაწილე გახდება, ეს ნამდვილი ოლიმპიური სულის გამოვლინება იქნება.
ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ განცხადება კიმ ჩენ ინმა გააკეთა. როგორც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აღნიშნა, მზად არის პიონჩანგ 2018-ზე გაუშვას თავისი ქვეყნის გუნდი და ამ საკითხზე სასწრაფო მოლაპარაკება დაიწყოს სამხრეთ კორეის წარმომადგენლებთან.
მართალია, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენის ვადები ამოიწურა, თუმცა, ჩრდილოეთ კორეას კიდევ აქვს დარჩენილი ტექნიკური შესაძლებლობა, იანვრის შუა რიცხვებამდე გააკეთოს ოფიციალური განაცხადი ოლიმპიადაზე სპორტსმენების გაგზავნის თაობაზე.