სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩრდილოეთ კორეაში აღლუმი იგეგმება

10:18, 26.01.2018

სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართოს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეა 8 თებერვალს არმიის დაარსების დღეს ზეიმობს. ტრადიციულად კი, ამ დღეს ფხენიანში სამხედრო აღლუმით აღნიშნავენ.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები პიონჩანგში 9-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. აღსანიშნავია, რომ თამაშებზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ქალთა ჰოკეის ნაკრები ერთ გუნდად და ერთი დროშის ქვეშ იასპარეზებს.

მსგავსი