პეტრო პოროშენკო - უნდა შევინახოთ დენთი მშრალად და ნებისმიერ დროს მზად ვიყოთ აგრესორისთვის პასუხის გასაცემად
ჩვენ უნდა შევინახოთ დენთი მშრალად და ნებისმიერ დროს მზად ვიყოთ აგრესორისთვის პასუხის გასაცემად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
პეტრო პოროშენკომ საკუთარ გვერდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. წვრთნების მიმდინარეობას თავად უკრაინის პრეზიდენტი დაესწრო.
„უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო, მტერმა მაღალი საფასური უნდა გადაიხადოს“, – აღნიშნა პოროშენკომ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს სავარაუდოდ უკრაინის ქალაქების, ბერდიანსკისა და მარიუპოლის დაპყრობა სურს, რათა დონბასიდან ყირიმში სახმელეთო კორიდორი შექმნას.