უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას ყირიმის დაბრუნებას ვაჭრობისა და ფარული შეთანხმებების გარეშე დაპირდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა. პეტრო პოროშენკოს თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ ყირიმის დაბრუნება შეძლებისდაგვარად სწრაფად, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდეს.
„პუტინი იმედოვნებს, რომ ვინმეს აირჩევენ, ოღონდ არა პოროშენკოს, რომ უკრაინის ახალი მთავრობა მუხლებზე დადგეს და მას ყირიმი აჩუქოს. ჩემი პოზიციაა – ნუ ელოდებით. ჩვენ ყირიმს გავათავისუფლებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდება. პრეზიდენტობისთვის 39 კანდიდატი იბრძვის. სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, რომ ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის დანაკარგები 150 მილიარდ დოლარს შეადგენს და მოსკოვი ფულს ისევ კარგავს.