ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ალჯამეინ სტერლინგი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქვემსუბუქი (bantamweight) წონითი დივიზიონის ქამრისთვის იბრძოლებს.
პრომოუშენის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა Yahoo Sports-სთან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ სტერლინგისა და იანის სატიტულო ბრძოლა 12 დეკემბერს, ლას ვეგასში UFC 256-ის ფარგლებში შედგება.
შეგახსენებთ, რომ იანმა ჩემპიონის ქამარი ჟოზე ალდოს დამარცხებით მოიპოვა. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელმა, ალჯო სტერლინგმა კი ბოლო 5 ბრძოლა მოიგო. ბოლოს მან კორი სანდჰაგენი 90 წამში დაამარცხა.
UFC 256-ზე მთავარი ბრძოლა ამანდა ნუნესსა და მეგან ანდერსონ შორის შედგება.
12 დეკემბრის დადასტურებული ბრძოლები
ამანდა ნუნესი – მეგან ანდერსონი
პეტრ იანი – ალჯამეინ სტერლინგი
დვაიტ გრანტი – ლი ჯინგლიანგი
ომარი ახმედოვი – მარვინ ვეტორი
მაკენზი დერნი – ვირნა ჯანდირობა