პერუში, ლიმას პროვინციაში ორი ფურგონი და ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ადგილზე სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილობრივებმა და ერთ-ერთი ფურგონის მძღოლმა გაუწიეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულებიდან სამი პირი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.