პერუში ორი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა

01:43, 20.07.2026

პერუში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პერუს ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 5.1 და 3.7 მაგნიტუდის მიწისძვრების ეპიცენტრი ჰუნინის მთიანი რეგიონის ჩუპაკას პროვინცია იყო, ლიმადან დაახლოებით 300 კილომეტრში.

წინასწარი მონაცემებით, დანგრეულია დაახლოებით 48 საცხოვრებელი სახლი, ხოლო 18 დაზიანდა. უსახლკაროდ დაახლოებით 300 ადამიანი დარჩა.

საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები და მეხანძრეები კვლავ განაგრძობენ მუშაობას, რადგან არის საფრთხე, რომ ნანგრევების ქვეშ კიდევ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი.

მსგავსი