დაუნინგ სტრიტი – ენდი ბერნემი თანამდებობის დაკავებიდან მალევე ესაუბრა დონალდ ტრამპს, მან ხაზი გაუსვა თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულებას

21:41, 20.07.2026

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ენდი ბერნემსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლს ლიდერების საუბრის შესახებ დამატებით დეტალები არ გაუვრცელებია. თუმცა ტრამპისა და ბერნემის სატელეფონო საუბრის დეტალების შესახებ ინფორმაციას დაუნინგ სტრიტი ავრცელებს. მათი ცნობით,  ბერნემმა ტრამპს უთხრა, რომ იმედოვნებს, მომავალში, თავისი ვიზიტისას აჩვენებს, თუ „რა აქვს მანჩესტერს შესათავაზებელი“.

„პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დაკავებიდან მალევე ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ბერნემმა ხაზი გაუსვა თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი თავის ერთგულებას და თქვა, რომ უსაფრთხოება მისი დღის წესრიგის სათავეშია“, – ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში.

ცნობისთვის, კირ სტარმერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დღეს ოფიციალურად დატოვა. ბრიტანეთის ახალი პრემიერი ენდი ბერნემი გახდა. დიდი ბრიტანეთის მონარქმა მისი კანდიდატურა უკვე დაამტკიცა.

მსგავსი