ენდი ბერნემი – პრეზიდენტ ზელენსკის ასი პროცენტით დავუჭერ მხარს, როგორც ამას კირ სტარმერი აკეთებდა, მას არავითარი ეჭვი არ უნდა დარჩეს, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია
დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან პირველი სატელეფონო ზარი ექნება. ამის შესახებ თავად ენდი ბერნემმა განაცხადა.
ბერნემის თქმით, საგარეო პოლიტიკა მისი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
მისივე განმარტებით, ზელენსკის პირადად დაარწმუნებს, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელი რჩება.
„დღეს პრეზიდენტ ზელენსკის მკაფიოდ ვეტყვი, რომ არაფერი შეცვლილა. მე მას 100%-ით დავუჭერ მხარს, როგორც ამას კირ სტარმერი აკეთებდა. პრეზიდენტ ზელენსკის არავითარი ეჭვი არ უნდა დარჩეს, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია. ჩვენ მის გვერდით ვიქნებით, პირადად მეც მის გვერდით ვიქნები“, – განაცხადა ბერნემმა.
ცნობისთვის, კირ სტარმერმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დღეს ოფიციალურად დატოვა, ბრიტანეთის ახალი პრემიერი ენდი ბერნემი გახდა.