პერიშიჩს კონტესთან კონფლიქტი აქვს და პრემიერლიგაში გადასვლას ფიქრობს
პერიშიჩს კონტესთან კონფლიქტი აქვს და პრემიერლიგაში გადასვლას ფიქრობს

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველმა ივან პერიშიჩმა შესაძლოა ამ ზაფხულს კლუბი შეიცვალოს. როგორც „გაძეტა დელო სპორტი“ (Gazzetta dello Sport) წერს, ხორვატი უკმაყოფილოა „ინტერის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ზოგიერთი მოქმედებითა და გამონათქვამით და სურს პრემიერლიგაში გადასვლა.

შაბათს, „ინტერმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ წააგო საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, პერიშიჩი კი მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა. თამაშის დასრულების შემდეგ, კონტემ განაცხადა, რომ 30 წლის ხორვატი არ შეესაბამება იმ როლს, რომელშიც იტალიელი სპეციალისტი მას წარმოიდგენს. ეს სიტყვები არ მოეწონათ პერიშიჩსა და მის წარმომადგენლებს და ახლა ისინი სწავლობენ რომელიმე ინგლისურ კლუბში გადასვლის შესაძლებლობას.

უფრო ადრე, პერიშიჩის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამდა „მანჩესტერ იუნაიტედი“.

გასულ სეზონზე ხორვატმა 45 მატჩი ჩაატარა „ინტერის“ შემადგენლობაში და თავის გუნდს ცხრა გოლითა და რვა შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. მისი კონტრაქტი მილანურ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.