ივან პერიშიჩი კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ივან პერიშიჩი კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს #1TVSPORT

„ინტერის“ ნახევარმცველი ივან პერიშიჩი ახლოს არის „ტოტენჰემში“ გადასვლასთან.

გაზეთ The Independent-ის მონაცემებით, ხორვატმა ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა ლონდონურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი. „ტოტენჰემმა“ 33 წლის ნახევარმცველისთვის ბრძოლაში „იუვენტუსსა“ და „ჩელსის“ აჯობა.

პერიშიჩის მოქმედი კონტრაქტი „ინტერთან“ 2022 წლის ივნისამდეა ძალაში, ამიტომაც ხორვატს შეუძლია გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

პერიშიჩი „ინტერში“ 2015 წლიდან თამაშობს.

დატოვე კომენტარი