პერიშიჩი ერთი თვე ვერ ითამაშებს
პერიშიჩი ერთი თვე ვერ ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნის” ნახევარმცველი ივან პერიშიჩი კოჭის მოტეხილობის გამო, ერთი თვით გამოვიდა მწყობრიდან.

31 წლის ხორვატმა ტრავმა სამშაბათს, ვარჯიშის დროს მიიღო. ბავარიელთა მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის თქმით, პერიშიჩი ვარჯიშებს მინიმუმ ოთხი თვით დააკლდება.

ასევე სპეციალისტმა გამოაცხადა, რომ „ბაიერნის” ფეხბურთელები – სერჟ გნაბრი და ლუკა ერნანდესი გამოჯანმრთელდნენ და ხუთ თებერვალს, გერმანიის თასის მატჩის განაცხადში იქნებიან. გერმანიის ჩემპიონი მერვედფინალში „ჰოფენჰაიმს” ხვდება.

რაც შეეხება ფრანგ შემტევს კინგსლი კომანს, ის მწყობრში ჩადგება ცხრა თებერვლისთვის, როცა „ბაიერნს” მთავარ კონკურენტთან „ლაიპციგთან” ბუნდესლიგის მორიგი ტურის მატჩი აქვს.