კარლ-ჰაინც რუმენიგე - პერიშიჩის გამოსყიდვის საკითხზე მოგვიანებით ვიმსჯელებთ
კარლ-ჰაინც რუმენიგე - პერიშიჩის გამოსყიდვის საკითხზე მოგვიანებით ვიმსჯელებთ

„ბაიერნის“ გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე „ინტერის“ ნახევარმცველ ივან პერიშიჩის გამოსყიდვის შესახებ აკეთებს კომენტარს.

ხორვატი ამჟამად გერმანულ გრანდში იჯარის წესით თამაშობს.

„ჩვენ ამის შესახებ არ გვისაუბრია, რადგან პერიშიჩმა ტრავმა სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშა. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს „ინტერის“ გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტასთან და ისიც საქმის კურსშია, რომ ჯერ რამდენიმე მატჩში უნდა დავაკვირდეთ ხორვატს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – მოჰყავს რუმენიგეს სიტყვები იტალიურ გამოცემა „გაძეტა დელო სპორტს“.

„ბაიერნში“ პერიშიჩი 2019 წლიდან თამაშობს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.