„ბაიერნი“ „ინტერიდან“ ივან პერიშიჩს არ გამოისყიდის
„ბაიერნი“ „ინტერიდან“ ივან პერიშიჩს არ გამოისყიდის

გერმანული პრესის ინფორმაციით, „ბაიერნი“ არ აპირებს მილანის „ინტერიდან“ ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის გამოსყიდვას. ამ მომენტისთვის, 30 წლის ხორვატი მიუნხენურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს.

„ბაიერთან“ პერიშიჩის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც გერმანულ კლუბს ფეხბურთელის 20 მილიონად გამოსყიდვის შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ მოთამაშის ასაკიდან და მისი სახელფასო მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიუნხენური კლუბი უარს იტყვის ამგვარ გარიგებაზე.

ადრე გახდა ცნობილი, რომ მიუნხენელებმა გააგრძელეს პერიშიჩის იჯარა მიმდინარე სეზონის ფაქტობრივ დასასრულამდე, რითაც ნახევარმცველი „ბაიერნს“ აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში დაეხმარება.

ამ სეზონში პერიშიჩმა „ბაიერნში“ 30 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და ექვსი გოლი გაიტანა.