პერესს უფრო გაერთიანებული რეალის ხილვა სურს
პერესს უფრო გაერთიანებული რეალის ხილვა სურს

პარასკევს მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების წევრთა საშობაო ნადიმი შედგა.

ფლორენტინო პერესმა ეს ატმოსფერო გამოიყენა და „სამეფო კლუბის“ მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარის ისკოს მიმართ სიყვარულის გამოხატვისკენ მოუწოდა.
პერესს გუნდში უფრო ერთიანი ატმოსფეროს ხილვა სურს. ნადიმზე პერესი ფეხბურთელებს თბილად ეპყრობოდა. მას სჯერა, რომ ახლა „რეალს“ დადებითი მუხტი ყველაზე მეტად ესაჭიროება.

პერესი ისკოსთან ერთად ახლო კონტაქტში იყო. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ნახევარმცველისგან თავს შორს დაიჭერდა, ეს ამბავი არაერთი გაზეთის წინა ყდაზე მოექცეოდა და ცუდ ელფერს შეიძენდა. ფეხბურთელს, რომელსაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რთული პერიოდი უდგას, პერესისგან თანადგომა ახლა ნამდვილად სჭირდება.

„სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა სოლარის მიდგომას ემხრობა – ისკოს მძიმე სიტუაციის შემოტრიალება შეუძლია, მაგრამ ამისთვის საკმარისი დრო უნდა მიეცეს.

სადილზე მყოფ ყველა მოთამაშესა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს, საშობაო საჩუქრის სახით, ახალი აიფონები გადაეცათ.