კროოსმა „რეალთან“ კონტრაქტი გააგრძელა, მოდრიჩიც ახლოს არის მადრიდში დარჩენასთან #1TVSPORT
კროოსმა „რეალთან“ კონტრაქტი გააგრძელა, მოდრიჩიც ახლოს არის მადრიდში დარჩენასთან #1TVSPORT

იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ სოციალურ ქსელში დაწერა იმის შესახებ, რომ „რეალმა“ გააგრძელა კონტრაქტი 34 წლის ნახევარმცველთან, ტონი კროოსთან.

ახალი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. როგორც სკირა ამტკიცებს, ახალი ხელშეკრულება უკვე დადასტურებული და დასრულებულია.

კროოსი „რეალში“ 2014 წლიდან თამაშობს. მან ყველა ტურნირზე 463 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 98 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ასევე დიდია იმის ალბათობა, რომ „რეალში“ ერთი წლით დარჩება ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი. გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ხორვატს სურს კარიერის მადრიდულ კლუბში დასრულება. მან შეხვედრა გამართა „რეალის“ პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან და მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობა.

აღნიშნავენ, რომ პერესი დადებითად შეხვდა მოდრიჩის იდეას კლუბში დარჩენის შესახებ. ნახევარმცველმა პრეზიდენტს ასევე აცნობა, რომ ახალი კონტრაქტის თანახმად ხელფასის ოდენობა მისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს. „რეალში“ კიდევ ერთი წლით დარჩენა ფეხბურთელის ოცნებაა.