„რეალი“ არ გამორიცხავს ვინისიუსთან დამშვიდობებას #1TVSPORT
„რეალი“ არ გამორიცხავს ვინისიუსთან დამშვიდობებას #1TVSPORT

მადრიდის „რეალში“ კილიან მბაპეს ტრანსფერისთვის ემზადებიან, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, იგეგმება შემადგენლობის ფრანგ ფეხბურთელზე მორგება და, შესაბამისად, კლუბი შეიძლება მბაპეს კონკურენტებს გამოეთხოვოს.

ასე მაგალითად, ესპანური გამოცემის, Nacional-ის ინფორმაციით, „რეალმა“, შესაძლოა, კარისკენ მიუთითოს ვინისიუსს. სწორედ ის გახდება მბაპეს გუნდში მისვლისთვის მსხვერპლი, კლუბი კი ამას თავის გასამართლებლად გამოიყენებს.

„რეალში“ უკმაყოფილონი არიან ვინისიუსის დისციპლინით და ფეხბურთელს გაფრთხილებაც კი მისცეს ყვითელი ბარათების რაოდენობის გამო, რომელიც ბრაზილიელმა მსაჯებთან კამათის გამო მიიღო. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ოსასუნას“ წინააღმდეგ, ვინისიუსი მსაჯის გადაწყვეტილებაზე ირონიული რეაქციის გამო გააფრთხილეს. ეს გარემარბის 42-ე ყვითელი ბარათი იყო „რეალში“ თამაშის პერიოდში და აქედან 45 პროცენტი ვინისიუსმა არასპორტული საქციელისთვის მიიღო.

ამ ყველაფრის გამო „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკვე განიხილავს ბრაზილიელის გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ თავიდან შეეცდება, გავლენა მოახდინოს ფეხბურთელზე და ურჩიოს პირადი მენტორი, რომელიც მას ფსიქოლოგიურად დაეხმარება.