„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაასახელა ევრო 2024-ის ფავორიტები.
„გერმანია და ესპანეთი. ინგლისი? ისინი უახლოვდებიან გამარჯვებას. უკვე დროა, გადადგან ეს ნაბიჯი. მათ ძალიან კარგი თაობა ჰყავთ ნახევარდაცვასა და შეტევაში. მე ბრიტანეთში ვცხოვრობ, ამიტომაც ჩემთვის საინტერესოა, როგორ ითამაშებს ეს გუნდი“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.