პეპ გვარდიოლა - ნატო-მ და ევროპულმა ქვეყნებმა მარცხი განიცადეს [ვიდეო] #1TVSPORT
პრემიერლიგის მორიგი ტურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ილაპარაკა უკრაინაში რუსული აგრესიის შესახებ. ესპანელ სპეციალისტს არ უხსენებია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მაგრამ ახსენა ნატო და ევროპული ქვეყნები, რომლებმაც, მისი აზრით, უფრო სერიოზულად უნდა შეაფასონ შექნილი სიტუაცია.
„პოლიტიკოსებს შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ ეს ყველაფერი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ომი მიმდინარეობს, რადგან მათ მარცხი განიცადეს. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა. ზარალდებიან უდანაშაულო ადამიანები და ამას ბოლო არ უჩანს. ნატო-მ და ევროპულმა ქვეყნებმა მარცხი განიცადეს“.
გვარდიოლას გუნდში თამაშობს უკრაინელი ალექსანდრ ზინჩენკო და მისი მეშვეობით, ესპანელმა კარგად იცის, რისი ატანა უწევს უკრაინელ ხალხს. გვარდიოლა წუხს იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ნაპოვნი არ არის და როგორც ჩანს, კონფლიქტი კიდევ უფრო გაღმრმავდება. „საშიში სიტუაციაა, ომი გრძელდება და სიტუაცია სულ უფრო და უფრო უარესდება“.
ესპანელი სპეციალისტი მადლობას უხდის პრემიერლიგას მხარდამჭერი ჟესტებისა და ინიციატივებისთვის, მაგრამ აღიარა, რომ ამ ნაბიჯებს კონფლიქტში რეალური ეფექტურობა არ მოაქვს. „ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჟესტებია“.