პენტაგონმა სიარიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება გამოაცხადა
პენტაგონმა სიარიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიაში ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიები 100 პროცენტით გათავისუფლებულია.
დაჯგუფება არც ერთ დასახლებულ პუნქტს აღარ აკონტროლებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, სარა სანდერსის განცხადებით, ისლამისტების დამარცხების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა დონალდ ტრამპს უკვე აცნობა.
სირიაში დაეშის დამარცხებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად აშშ-ის პრეზიდენტი.
„ისლამური სახელმწიფო ინტერნეტს ყველაზე კარგად იყენებს, მაგრამ მათ ყველა დონეზე დარტყმა მიაყენეს. მათზე აღფრთოვანების საფუძველი არ არსებობს. ისინი ყოველთვის ეცდებიან იმედის ნაპერწკალის ჩვენებას, თუმცა წარუმატებლები არიან. იფიქრეთ ამაზე, ვიდრე თქვენს და თქვენი ოჯახის სიცოცხლეს გაანადგურებთ“ – დაწერა „ტვიტერში“ დონალდ ტრამპმა.