პეკინის ოლიმპიადის ჰოკეის ტურნირზე ოქროს მედლები შეიძლება ორ ნაკრებს გადაეცეს #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეიმუშავა გეგმა „ბ“ იმ შემთხვევისთვის, თუ პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ჰოკეის ტურნირში კორონავირუსი ჩაერევა. ოქროს მედლებს მიიღებს ერთბაშად ორი გუნდი. ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა 2022 წლის ზამთრის თამაშებზე ჰოკეის ტურნირის რეგლამენტი.
ოქროს მედლებს გადასცემენ ორ ნაკრებს, თუ ოთხივე გუნდი, რომლებიც მოხვდებიან ფინალსა და მესამე ადგილისთვის მატჩში, კორონავირუსის გამო ვერ შეძლებენ თამაშზე წინა ხაზის 15 ჰოკეისტისა და ორი მეკარის გამოყვანას. ამ შემთხვევაში ორივე ფინალისტი მიიღებს ოქროს მედლებს, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩის მონაწილეები – ბრინჯაოს მედლებს. თუ მხოლოდ ერთი ფინალისტი ვერ შეძლებს მთავარ მატჩში მონაწილეობას, მას შეცვლის მესამე ადგილისთვის მატჩის მოგებული.