აშშ-მ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას ოფიციალურად გამოუცხადა დიპლომატიური ბოიკოტი #1TVSPORT
აშშ-მ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას ოფიციალურად გამოუცხადა დიპლომატიური ბოიკოტი #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ჩინეთს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა, – ამის შესახებ ბრიფინგზე გამოაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პასკიმ.

აშშ-ში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოფიციალური პირები არ დაესწრებიან პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას. ბოიკოტი უკავშირდება ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევას. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს დემოკრატმა და რესპუბლიკელმა დეპუტატებმა. მათ ჩინეთი გააკრიტიკეს ჰონგ კონგში პროტესტის ჩახშობისა და ტიბეტისა და ტაივანის მიმართ პოლიტიკის გამო, აგრეთვე მუსულმანი უიგურელების დაკავებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო.

ასევე აღნიშნავენ, რომ დიპლომატიური ბოიკოტი არანაირად არ აისახება ამერიკელი სპორტსმენების მონაწილეობაზე მომავალ თამაშებში.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 4-20 თებერვალს გაიმართება.