პეკინის ოლიმპიადაზე პირველი პირველი ოლიმპიური რეკორდი დამყარდა - ნიდერლანდებმა ციგურებით რბენაში პირველი ოქრო აიღო #1TVSPORT
პეკინის ოლიმპიადაზე პირველი პირველი ოლიმპიური რეკორდი დამყარდა - ნიდერლანდებმა ციგურებით რბენაში პირველი ოქრო აიღო #1TVSPORT

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა ციგურებით რბენაში. ქალებს შორის 3000-მეტრიანი დისტანცია მოიგო ნიდერლანდელმა ირენ შოუტენმა. მან ოლიმპიური რეკორდით გაიმარჯვა და მეორე ადგილზე გასულ იტალიელს ფრანჩესკა ლოლობრიჯიდას წამზე მეტი მოუგო. მესამეზე იყო კანადელი იზაბელ ვაიდემანი.

შოუტენი პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. მანამდე მას მხოლოდ ერთი ოლიმპიური ბრინჯაო ჰქონდა, რომელიც ოთხი წლის პიონჩანგში ქალთა მასსტარტში მოიპოვა. ლოლობრიჯიდამ და ვაიდემანმა კარიერაში პირველი ოლიმპიური მედლები აიღეს.

ლეგენდარული ჩეხი მოციგურავე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარტინა საბლიკოვა მეოთხე ადგილზე გავიდა.

ციგურებით რბენა

ქალები. 3000 მ

  1. ირენ შოუტენი (ნიდერლანდები) – 3:56.93 (ო.რ.)
  2. ფრანჩესკა ლოლობრიჯიდა (იტალია) – +1.13
  3. იზაბელ ვაიდემანი (კანადა) – +1.71