შვედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა პეკინში მოპოვებული ოქროს მედალი პოლიტპატიმარს გადასცა #1TVSPORT
შვედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა პეკინში მოპოვებული ოქროს მედალი პოლიტპატიმარს გადასცა #1TVSPORT

შვედმა ციგურებით მორბენალმა, პეკინის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონმა ნილს ვან დერ პულმა თავისი ერთ-ერთი ოქროს მედალი ჩინური წარმოშობის შვედ გამომცემელსა და მწერალს გუი მინჰაის აჩუქა, რომელიც ჩინეთის ციხეში იხდის სასჯელს.

24 თებერვალს, ვან დერ პულმა ოქროს მედალი გუი მინჰაის ქალიშვილს გადასცა.

„მინდა, რომ ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევათა რიცხვი შემცირდეს, ხოლო გუი მინჰაი გაანთავისუფლონ. დიახ, ბევრს ვითხოვ, მაგრამ ეს ერთადერთი გონივრული სურვილია“, – მოჰყავს ვან დერ პულის სიტყვები სააგენტო „როიტერს“.

2022 წლის თებერვალში, შვედეთის მოქალაქე გუი მინჰაის უცხოეთისთვის სადაზვერვო მონაცემების შესახებ ინფორმაციის გადაცემის გამო 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავის წიგნებში მწერალი აკრიტიკებდა ჩინეთის ხელმძღვანელობას, ხოლო მისმა დაპატიმრებამ და გასამართლებამ დაძაბა ურთიერთობები ჩინეთსა და შვედეთს შორის.