პეკინის ოლიმპიადის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენები #1TVSPORT
პეკინის ოლიმპიადის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენები #1TVSPORT

პეკინის ოლიმპიადაზე ყველა მედალი განაწილდა. თამაშებს ერთი ოთხგზის ჩემპიონი ჰყავს, ოთხი სამგზის ჩემპიონი და 17 ორგზის ჩემპიონი…

 

იოჰანეს ბო (ნორვეგია, ბიატლონი) – 4 ოქრო, 1 ბრინჯაო

თამაშების მთავარი მულტიმედალისტი. ნორვეგიელმა მოიგო სპრინტი, მას-სტარტი და ორივე ესტაფეტა, რასაც დაუმატა ბრინჯაო ინდივიდუალურ რბოლაში.

 

ალექსანდრ ბოლშუნოვი (რუსეთი, თხილამურებით რბენა) – 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

ბოლშუნოვმა ყველა რბოლაში მოიპოვა მედალი. მან გაიმარჯვა მარათონში, სკიატლონში და ესტაფეტაში. გარდა ამისა, ბოლშუნოვი მეორე მივიდა კლასიკური რბოლაში და მესამე – გუნდურ სპრინტში.

 

მარტე ოლსბუი-როისელანდი (ნორვეგია, ბიატლონი) – 3 ოქრო, 2 ბრინჯაო

როისელანდი პირველი იყო შერეულ ესტაფეტაში, სპრინტსა და გამოდევნებით რბოლაში. ბრინჯაო მან მოიპოვა მას-სტარტში და ინდივიდუალურ რბოლაში

 

ირენ შოუტენი (ნიდერლანდები, ციგურებით რბენა) – 3 ოქრო, 1 ბრინჯაო

შოუტენმა გაიმარჯვა 3000 და 5000 მეტრზე, აგრეთვე მას-სტარტში. გუნდური გამოდევნებით რბოლა მისთვის ბრინჯაოთი დასრულდა.

 

ტერეზა იოჰაუგი (ნორვეგია, თხილამურებით რბენა) – 3 ოქრო

ოლიმპიადის ბოლო დღეს იოჰაუგმა 30-კილომეტრიანი მარათონი მოიგო და მესამე ოქრო მოიპოვა (მანამდე იყო მოგებები სკიატლონში და 10 კილომეტრზე ინდივიდუალური რბოლა). ნორვეგიელმა გაიმეორა ფინელი მარია ლიისა კირვესნიემის მიღწევა, რომელმაც 1984 წელს, სარაევოს ოლიმპიადაზე სამი პირადი ოქრო მოიგო.

 

კუენტან ფიიონ-მაიეი (საფრანგეთი, ბიატლონი) – 2 ოქრო, 3 ვერცხლი

ფრანგული ბიატლონის ლიდერმა ოქრო მოიპოვა ინდივიდუალურ რბოლასა და გამოდევნებით რბოლაში. ასევე მის ანგარიშზეა სამი ვერცხლი – ორ ესტაფეტასა და სპრინტში.

 

ტარეი ბო (ნორვეგია, ბიატლონი) – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

უფროს ბოსაც წარმატებული ოლიმპიადა ჰქონდა, მან მოიგო ორივე ესტაფეტა, ვერცხლი გამოდევნებაში და ბრინჯაო სპრინტში.

 

იოჰანეს კლებო (ნორვეგია, თხილამურებით რბენა) – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

კლებომ ისე ვერ გაიბრწყინა, როგორც ოთხი წლის პიონჩანგში, თუმცა მან მაინც მოიგო ორივე სპრინტი, აიღო ვერცხლი ესტაფეტაში და მოულოდნელი ბრინჯაო 15 კილომეტრზე.

 

სიუან სჰიულტინგი (ნიდერლანდები, შორტ-ტრეკი) – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

ყველაზე წარმატებული შორტტრეკისტი პეკინში. 24 წლის ნიდერლანდელის ანგარიშზეა პირადი ოქრო 1000 მეტრზე და 3000-მეტრიან ესტაფეტაში. ასეე სჰიულტინგმა აიღო ვერცხლი 500 მეტრზე და ბრინჯაო – სამჯერ გრძელ დისტანციაზე.

 

იორგენ გრააბაკი (ნორვეგია, ჩრდილოური ორჭიდი) – 2 ოქრო, 1 ვერცხლი

გრააბაკის მიღწევები პეკინში ასეთია – მოგებები 10 კილომეტრზე და ესტაფეტაში, რასაც ემატება ვერცხლი „ნორმალურ ტრამპლინზე“ (ასევე 10 კილომეტრი).

 

აილინ გუ (ჩინეთი, ფრისტაილი) – 2 ოქრო, 1 ვერცხლი

აილინი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო მთელს ოლიმპიადაზე. გუმ ორი ოქრო (ბიგ-ეირი და ჰაფპაიპი) და ვერცხლი (სლოუპსტაილი) მოუტანა ჩინეთს, თუმცა სან ფრანცისკოში დაიბადა და მთელი ცხოვრება აშშ-ში გაატარა. ის აგრეთვე ტოპ-მოდელია, კონტრაქტები აქვს Victoria’s Secret-თან და Tiffany-სთან, ჩააბარა სტენფორდის უნივერსიტეტში.

 

იოჰანეს შტროლცი (ავსტრია, სამთო თხილამურები) – 2 ოქრო, 1 ვერცხლი

ავსტრიელი ოლიმპიური ჩემპიონების დინასტიიდანაა. მისმა მამამ, სამთო მოთხილამურემ ჰუბერტ შტროლცმა 1988 წელს კალგარიში ოქრო მოიპოვა კომბინაციაში და ვერცხლი გიგანტურ სლალომში. იოჰანესმა მამის შედეგი გააუმჯობესა – პეკინში ის გახდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (კომბინაცია და გუნდური ტურნირი). აგრეთვე, ვერცხლი სლალომში.

 

პეკინში კიდევ 10-მა სპორტსმენმა მოიპოვა ორი ოქრო:

ტორსტენ მარგისი (გერმანია, ბობსლეი)

ფრანჩესკო ფრიდრიხი (გერმანია, ბობსლეი)

ტობიას არლტი (გერმანია, ციგაობა)

ტობიას ვენდლი (გერმანია, ციგაობა)

იოჰანეს ლუდვიგი (გერმანია, ციგაობა)

ნატალი ჰაიზენბერგერი (ავსტრია, სამთო თხილამურები)

ურშა ბოგატაი (სლოვენია, ტრამპლინი)

ლინდსი ჯაკობელისი (აშშ, სნოუბორდი)

ჟენ ჟივეი (ჩინეთი, შორტ-ტრეკი)

ნილს ვან დერ პოოლი (შვედეთი, ციგურებით რბენა)

სულ
1. ნორვეგია 16 8 13 37
2. გერმანია 12 10 5 27
3. ჩინეთი 9 4 2 15
4. აშშ 8 10 7 25
5. შვედეთი 8 5 5 18
6. ნიდერლანდები 8 5 4 17
7. ავსტრია 7 7 4 18
8. შვეიცარია 7 2 5 14
9. როკ 6 12 14 32
10. საფრანგეთი 5 7 2 14
11. კანადა 4 8 14 26
12. იაპონია 3 6 9 18
13. იტალია 2 7 8 17
14. კორეა 2 5 2 9
15. სლოვენია 2 3 2 7
16. ფინეთი 2 2 4 8
17. ზელანდია 2 1 0 3
18. ავსტრალია 1 2 1 4
19. ბრიტანეთი 1 1 0 2
20. უნგრეთი 1 0 2 3
21. ბელგია 1 0 1 2
21. ჩეხეთი 1 0 1 2
21. სლოვაკეთი 1 0 1 2
24. ბელარუსი 0 2 0 2
25. ესპანეთი 0 1 0 1
25. უკრაინა 0 1 0 1
27. ესტონეთი 0 0 1 1
27. ლატვია 0 0 1 1
27. პოლონეთი 0 0 1 1
დატოვე კომენტარი