პეკინის ოლიმპიადა, VIII დღე – ყველა პრიზიორი, ფაქტები და მედლების ცხრილი #1TVSPORT
პეკინის ზამთრის ოლიმპიადის მეოთხე დღეს მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა:
* ზამთრის თამაშებზე დებიუტი ჰქონდა სნოუბორდის დისციპლინას – შერეული გუნდური ასპარეზობა კროსში. ჩემპიონები გახდნენ ამერიკელები – ნიკ ბაუმგარტნერი და ლინდსი ჯაკობელისი, რომელმაც მანამდე სნოუბორდკროსი ქალებს შორისაც მოიგო.
* იოჰანეს ბომ მესამე მედალი მოიპოვა პეკინში – ნორვეგიელს ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო აქვს. სულ კარიერაში ბოს ექვსი ოლიმპიური მედალი დაუგროვდა და აქედან სამი ოქროსია.
* კუენტენ ფიიონ მეიესაც პეკინში სამი მედალი აქვს მოპოვებული – ოქრო და ორი ვერცხლი.
* ციგურებით რბენაში ყველაზე სწრაფი გარბენი შედგა ოლიმპიადების ისტორიაში. 500 მეტრზე ტინგიუ გაომ ახალი ოლიმპიური რეკორდი დაამყარა მისმა მეწყვილემ კიუ მინ ჩამ მასთან 0.09 წამი წააგო.
* პიონჩანგის ოლიმპიადაზე გაო პირველი ჩინელი გახდა, ვინც ციგურებით რბენაში ოლიპიური მედალი მოიგო, ახლა კი სპორტის ამ სახეობაში პირველი ჩინელი ჩემპიონია.
ბიატლონი
კაცები. 10 კმ. სპრინტი
- იოჰანეს ბო (ნორვეგია) – 24:00.4 (1)
- კუენტენ ფიიონ მეიე (საფრანგეთი) – +25.5 (1)
- ტარეი ბო (ნორვეგია) – +38.9 (1)
სათხილამურო სპორტი
ქალები. 4×5 კმ
- როკ – 53:41.0
- გერმანია – +18.2
- შვედეთი – +20.7
ტრამპლინიდან ხტომა
კაცები. გრძელი ტრამპლინი
- მარიუს ლინდვიკი (ნორვეგია) – 296.1 (144.8+151.3)
- რიოიუ კობაიაში (იაპონია) – 292.8 (147.0+145.8)
- კარლ გაიგერი (გერმანია) – 281.3 (136.7+144.6)
სნოუბორდი
შერეული. გუნდური კროსი
- აშშ – 0.00
- იტალია – +0.20
- კანადა – +23.20
ციგურებით რბენა
კაცები. 500 მ
- ტინგიუ გაო (ჩინეთი) – 34.32 (ო.რ.)
- კიუ მინ ჩა (კორეა) – +0.07
- ვატარუ მორიშიგე (იაპონია) – +0.17
სკელეტონი
ქალები
- ჰანა ნაისი (გერმანია) – 4:07.62
- ჟაკლინ ნარაკოტი (ავსტრალია) – +0.62
- კიმბერლი ბოსი (ნიდერლანდები) – +0.84
| ო | ვ | ბ | სულ | |
| 1. გერმანია | 8 | 5 | 1 | 14 |
| 2. ნორვეგია | 8 | 3 | 6 | 17 |
| 3. აშშ | 5 | 5 | 1 | 11 |
| 4. ნიდერლანდები | 5 | 4 | 2 | 11 |
| 5. შვედეთი | 5 | 2 | 3 | 10 |
| 6. ავსტრია | 4 | 6 | 4 | 14 |
| 7. ჩინეთი | 4 | 3 | 1 | 8 |
| 8. როკ | 3 | 4 | 6 | 13 |
| 9. იტალია | 2 | 5 | 4 | 11 |
| 10. იაპონია | 2 | 3 | 5 | 10 |
| 11. სლოვენია | 2 | 1 | 2 | 5 |
| 12. შვეიცარია | 2 | 0 | 5 | 7 |
| 13. საფრანგეთი | 1 | 6 | 0 | 7 |
| 14. კანადა | 1 | 4 | 8 | 13 |
| 15. ავსტრალია | 1 | 2 | 1 | 4 |
| 15. კორეა | 1 | 2 | 1 | 4 |
| 17. ფინეთი | 1 | 1 | 2 | 4 |
| 18. ჩეხეთი | 1 | 0 | 1 | 2 |
| 19. ზელანდია | 1 | 0 | 0 | 1 |
| 19. სლოვაკეთი | 1 | 0 | 0 | 1 |
| 21. ბელარუსი | 0 | 1 | 0 | 1 |
| 21. ესპანეთი | 0 | 1 | 0 | 1 |
| 23. უნგრეთი | 0 | 0 | 2 | 2 |
| 24. ბელგია | 0 | 0 | 1 | 1 |
| 24. ლატვია | 0 | 0 | 1 | 1 |
| 24. პოლონეთი | 0 | 0 | 1 | 1 |