პეკინი 2022 | საბა ქუმარიტაშვილმა ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა 31-ე პოზიციაზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა იასპარეზა, რომელიც ორი დაშვების შემდეგ 34 მონაწილეს შორის 31-ე ადგილზე გავიდა. ქართველმა მოციგავემ იაპონელ, სამხრეთკორეელ და ბოსნიელ სპროტსმენებს აჯობა.
ქუმარიტაშვილმა პირველი დაშვებისას დისტანცია 1:00.211 წუთში დაფარა, მეორე ცდაზე კი 1:00.146 წუთი მოანდომა.
შეგახსენებთ, რომ საბა ქუმარიტაშვილი 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია.
24-ე ზამთრის თამაშების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა საქართველოს პირველი არხის ყველა პლატფორმაზეა შესაძლებელი.