პედრი France Football-ის ვერსიით საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
პარიზში მიმდინარეობს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია. მთავარი პრიზის გარდა, ჟურნალი France Football სხვადასხვა ნომინაციაში ავლენს გამარჯვებულებს.
„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი პედრი გახდა „კოპა ტროფის“ ლაურეატი. ეს პრიზი გადაეცემა მსოფლიოს საუკეთესო 21-წლამდელ ფეხბურთელს.