პაუ გასოლი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს
პაუ გასოლი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს

მილუოკი ბაქსის ცენტრი პაუ გასოლი ვერ დაეხმარება ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე, რომელიც ჩინეთში გაიმართება.

ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ დაუდასტურა გაზეთ ასს, რომ 38 წლის კალათბურთელს ხანგრძლივი დრო დასჭირდება აღდგენისთვის.

„პაუ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მისი გუნდში არყოფნა – საშინელებაა. ის ლიდერია, ლეგენდარული მოთამაშე. პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ გასოლისა და ნავაროს გარეშე მოგვიწევს თამაში“, – განაცხადა სკარიოლომ.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა ესპანელმა მარცხენა ტერფის სტრესული მოტეხილობა მიიღო და რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ჩინეთში 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე ჩატარდება.