„ლეიკერსი“ პაუ გასოლს სამუდამოდ მიანიჭებს მე-16 ნომერს #1TVSPORT
„ლეიკერსი“ პაუ გასოლს სამუდამოდ მიანიჭებს მე-16 ნომერს #1TVSPORT

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ხმარებიდან ამოიღებს მე-16 ნომერს. რომლითაც კალიფორნიულ კლუბში ესპანელი ფორვარდი პაუ გასოლი თამაშობდა.

„ლეიკერსის“ რიგებში გასოლმა 6.5 სეზონი გაატარა და ორჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი. ამ პერიოდში ის სამჯერ მოხვდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში და ამდენჯერვე იყო გამოძახებული „ყველა ვარსკვლავის მატჩში“.

მისი საშუალო სტატისტიკა „ლეიკერსში“ 17.7 ქულა, 9.9 მოხსნა და 3.5 შედეგიანი გადაცემა იყო.

ცერემონია 2023 წლის 7 მარტს „მემფისის“ წინააღმდეგ მატჩში გაიმართება, რომელშიც გასოლი კარიერის სტარტზე გამოდიოდა.