ტოკიო 2020 | პაუ გასოლი – ქართველი ნინო სალუქვაძე პირველი ქალია, რომელიც მეცხრე ოლიმპიადაზე მონაწილეობს #1TVSPORT
ლეგენდარულმა ესპანელმა კალათბურთელმა, პაუ გასოლმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ნინო სალუქვაძის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. გასოლმა სალუქვაძეს სპორტის ლეგენდა უწოდა და მის საოცარ კარიერას გაუსვა ხაზი.
„ქართველი ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქალი, რომელიც უკვე მეცხრე ოლიმპიადაზე მონაწილეობს.
ის 53 წლისაა და ასპარეზობა სეულის 1988 წლის ოლიმპიადიდან დაიწყო.
სპორტის ლეგენდა!“, – წერს პაუ გასოლი.
La georgiana Nino Salukvadze se acaba de convertir en la primera mujer en disputar 9 @juegosolimpicos.
Tiene 53 años y ha participado en todas las ediciones desde Seúl’88.Leyenda del deporte! 👏🏼👏🏼👏🏼 pic.twitter.com/YDGAskYUJO
— Pau Gasol (@paugasol) July 25, 2021