ტოკიო 2020 | პაუ გასოლი - ქართველი ნინო სალუქვაძე პირველი ქალია, რომელიც მეცხრე ოლიმპიადაზე მონაწილეობს #1TVSPORT
ლეგენდარულმა ესპანელმა კალათბურთელმა, პაუ გასოლმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ნინო სალუქვაძის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. გასოლმა სალუქვაძეს სპორტის ლეგენდა უწოდა და მის საოცარ კარიერას გაუსვა ხაზი.
„ქართველი ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქალი, რომელიც უკვე მეცხრე ოლიმპიადაზე მონაწილეობს.
ის 53 წლისაა და ასპარეზობა სეულის 1988 წლის ოლიმპიადიდან დაიწყო.
სპორტის ლეგენდა!“, – წერს პაუ გასოლი.