პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უნგრეთის, ავსტრიისა და იტალიის მთავრობებს მოუწოდებს, ევროპა „ციხესიმაგრედ“ აქციონ
გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უნგრეთის, იტალიისა და ავსტრიის მთავრობებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ევროპის საზღვრები მიგრანტებისგან.
ქალაქ აუგსბურგში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იოგ მაიტენმა კონგრესი გამართა, რასაც მემარცხენე ჯგუფების მხრიდან საპროტესტო აქცია მოჰყვა.
მაიტენმა კონგრესზე, რომელსაც 600 ადამიანი ესწრებოდა, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოტენციურ მოკავშირეებს – უნგრეთის, ავსტრიისა და იტალიის მთავრობებს მოუწოდა, ევროპა „ციხესიმაგრედ“ აქციონ, სადაც ვერც ერთი მიგრანტი ვერ შეაღწევს.
ავსტრიის ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე, იტალიის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი, ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხისტი მიგრაციული პოლიტიკის მომხრეები არიან. მათ ლტოლვილთა კრიზისის ფონზე, წელს ასობით მიგრანტის მიღებაზე უარი განაცხადეს.