პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევისას კახა კუჭავას კანდიდატურის წინააღმდეგ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა მისცეს ხმა
პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევისას კახა კუჭავას კანდიდატურის წინააღმდეგ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა მისცეს ხმა

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა მისცეს.

დღევანდელ კენჭისყრაზე კახა კუჭავას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ექვსი წავიდა.

არსებული ინფორმაციით, ეს ექვსი დეპუტატი გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან, კერძოდ, გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე.

რა გახდა მათი გადაწყვეტილების მიზეზი, საქართველოს პირველი არხი ამის გარკვევას აღნიშნულ დეპუტატთან შეეცადა, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წევრებს, კახა კუჭავას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“, „გირჩის“ წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს, დანარჩენებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.