„მაისის დღის“ საპროტესტო აქციაზე საფრანგეთის დედაქალაქში ანარქისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შავებში ჩაცმულმა ანარქისტებმა პარიზში კომპანიების ოფისები დაარბიეს, რის გამოც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოლიტიკა გააპროტესტეს.
პირველი მაისის აქციაში მონაწილეობა საფრანგეთის მასშტაბით ათასობით ადამიანმა მიიღო, რომლებმაც მაკრონს მოუწოდეს, გაზარდოს ხელფასები და უარი თქვას საპენსიო ასაკის გაზრდაზე.
აქცია დაპირისპირებაში მხოლოდ პარიზში გადაიზარდა, სადაც 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პარიზსა და სხვა ქალაქებში 250-მდე აქცია მოეწყო. პარიზში პროფკავშირებს პოლიტიკოსები შეუერთდნენ – ძირითადად მემარცხენეები და კლიმატის აქტივისტები.