პარიზში ოპერასთან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
პარიზში რამდენიმე საათის წინ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
დანით შეიარაღებული მამაკაცი ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელებს დაესხა თავს.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. მათ შორის, ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი თავისუფლების დათმობას არ აპირებს.
შეიარაღებული თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. პოლიციამ მას გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ ცეცხლი გაუხსნა.