პარიზში აქციის მონაწილე მეხანძრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილე მეხანძრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პარიზის ქუჩებში შეკრებილი ათასობით მეხანძრე სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვდა.
პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
საფრანგეთში ოქტომბრის შემდეგ არ წყდება საპროტესტო აქციები და გაფიცვები, რომელთა მონაწილეებიც ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას ეწინააღმდეგებიან.