პარიზის პარალიმპიადაზე დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი – გიორგი ქალდანი (J2 – 73 კგ) და ინა ქალდანი (J2 – 73 კგ) იასპარეზებენ. წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ხუთი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.