პარიზის მასტერსის პირველ შეხვედრაში ბასილაშვილი მილმანს დაუპირისპირდება
პარიზის მასტერსის პირველ შეხვედრაში ბასილაშვილი მილმანს დაუპირისპირდება

დღეს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ATP-ის 1000-იანი სერიის მასტერსის უპრესტიჟულესი ტურნირი იწყება, სადაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი, რეიტინგის მეორე ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და მესამე ჩოგანი, ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი იღებენ მონაწილეობას.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანს დაუპირისპირდება.

აქამდე ისინი ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. 2015 წელს ქართველმა ორ სეტში იმარჯვა. მეორე მატჩი, რომელიც 2016 წელს შედგა, დაძაბულ, სამ სეტიან შეხვედრაში, ავსტრალიელმა მოიგო.

სპორტსმენებმა 2018 წლის როლან გაროსზე წყვილთა თანრიგში ერთად იასპარეზეს და ნაადრევად დაასრულეს ტურნირზე გამოსვლა.

ბასილაშვილი მილმანის დამარცხების შემთხვევაში მეორე წრეში სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს დაუპირსპირდება.

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.