ჯოკოვიჩი და ნადალი პარიზის „მასტერსზე“ ითამაშებენ
ჯოკოვიჩი და ნადალი პარიზის „მასტერსზე“ ითამაშებენ

ცნობილი გახდა პარიზის „მასტერსის“ მონაწილეთა სია. ტურნირი საფრანგეთის დედაქალაქში 2 ნოემბერს დაიწყება.

განაცხადი შეტანილი აქვთ: სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს, ესპანელ რაფაელ ნადალს, ავსტრიელ დომინიკ ტიმს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევს, იტალიელ მატეო ბერეტინის, ფრანგ გაელ მონფილსს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს, კანადელ დენის შაპოვალოვს, არგენტინელ დიეგო შვარცმანსა და სხვა ჩოგბურთელებს.

2020 წელს პარიზის „მასტერსზე“ რეიტინგის ტოპ-ათეულის ყველა წევრი ითამაშებს როჯერ ფედერერის გარდა.

2019 წელს, პარიზის „მასტერსის“ გამარჯვებული გახდა ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც ფინალში შაპოვალოვი 6:3, 6:4 დაამარცხა.