წლის შემაჯამებელი ტურნირის შემადგენლობა დაკომპლექტდა
წლის შემაჯამებელი ტურნირის შემადგენლობა დაკომპლექტდა

პარიზის „მასტერსის“ შემდეგ, გაირკვა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ყველა მონაწილე. ბოლო ორი საგზური ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა და ხორვატმა მარინ ჩილიჩმა მოიპოვეს.

ასე რომ, 11-18 ნოემბერს, ლონდონში ითამაშებენ –
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)
რაფაელ ნადალი (ესპანეთი)
როჯერ ფედერერი (შვეიცარია)
ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)
ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)
კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა)
დომინიკ ტიმი (ავსტრია)
მარინ ჩილიჩი (ხორვატია)

დიდია იმის ალბათობა, რომ ტრავმების გამო ლონდონში არ ითამაშონ ნადალმა და დელ პოტრომ. ისინი ვერ ვიხილეთ პარიზის „მასტერსზე“. ამ შემთხვევაში, ესპანელისა და არგენტინელის ადგილს დაიკავებენ ამერიკელი ჯონ ისნერი და იაპონელი კეი ნიშიკორი.

2017 წელს, სეზონის დასკვნითი ტურნირი ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა მოიგო, რომელმაც ფინალში ბელგიელი დავიდ გოფენი დაამარცხა.