პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები 12 ძიუდოისტით იასპარეზებს #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 4-5 თებერვალს პარიზში გასამართავ გრანდ სლემზე ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით იასპარეზებს – საფრანგეთის დედაქალაქში 11 მამაკაცი და ორი ქალი ძიუდოისტი იჭიდავებს.
საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა:
60 კგ: თემურ ნოზაძე
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი
ქალები
57 კგ: მარიამ ციხელაშვილი
70 კგ: ელისო სისაური
პარიზის გრანდ სლემზე 85 ქვეყნის 550 ძიუდოისტია რეგისტრირებული. შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის პირველი ტურნირი 29 იანვარს პორტუგალიაში დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა – გრან პრის გამარჯვებული ილია სულამანიძე (100 კგ) გახდა, მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი კი მეორე ადგილზე გავიდა.