პარიზის ცენტრში ყვითელჟილეტიანების აქცია იმართება. აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ.
პარიზის ქუჩებში პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლება აქციებისთვის პოლიციის გარდა სამხედროების მობილიზებას გეგმავს. აქციამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ ერთ-ერთ ლიდერს, მაქსიმ ნიკოლს ესაუბრა, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილებით ხალხს ჯარსა და პოლიციას უპირისპირებს.
პენსიებისა და ხელფასების გაზრდისა და საგადასახადო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, მოძრაობის წევრები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
აქციები საფრანგეთის ქალაქებში ყოველ შაბათ-კვირას გასული წლის ნოემბრიდან იმართება.