„პარი სენ-ჟერმენს“ ახალი კაპიტანი ჰყავს - მარკინიოსს ტიაგო სილვას სამკლაური გადასცეს
„პარი სენ-ჟერმენს“ ახალი კაპიტანი ჰყავს - მარკინიოსს ტიაგო სილვას სამკლაური გადასცეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი კაპიტანი ტიაგო სილვა „ჩელსიში“ გადაბარგდა. ცხადია, გუნდი კაპიტნის გარეშე ვერ დარჩებოდა და ეს საპატიო მისია მარკინიოსს ერგო.

აღსანიშნავია, რომ 2019/20 წლების სეზონში მარკინიოსმა მოედანზ გუნდი ეკაპიტნის სტატუსით უკვე არაერთხელ გაიყვანა.

ბრაზილიელმა მცველმა გასულ სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლის გატანა მოახერხა.