პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ტიმოთი ვერა იჯარით გლაზგოს სელტიკში ითამაშებს, რაც შოტნალდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბერნდან როჯერსმა უკვე დაადასტურა და აღნიშნა, რომ 18 წლის ამერიკელი გუნდში ტექნიკასა და კარგ ტემპს მოიტანს.
ვეა უკვე ჩავიდა დუბაიში, სადაც „სელტიკი“ ზამთრის შეკრებას გადის.
„პარი სენ-ჟერმენს ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელი ჰყავს და ვეასთვის ძირითადში ადგილის დამკვიდრება ადვილი არ არის“, – განაცხადა როჯერსმა.
ტიმოთი ვეამ პარიზელების შემადგენლობაში სულ სამჯერ ითამაშა და ბოლოს ეს მიმდინარე წლის აგვისტოში მოხდა.